თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ პარტიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს და პოლიტიკური საბჭოს წევრი უნდა იყოს, შეუძლია კენჭი იყაროს - მზად ვართ მათთან ერთად ვიმუშაოთ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის ყველას ელოდება, ვისაც მუშაობა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა.
„მესმის, რომ ვიღაცებმა არჩევნები წააგეს და მათ ეს წუხილები აქვთ და ვიღაცებმა ეს ვერ გადაიტანეს. სამწუხაროდ, ეს არის მათი პირადი პრობლემა. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ პარტიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს და პოლიტიკური საბჭოს წევრი უნდა იყოს, შეუძლია კენჭი იყაროს და მზად ვართ მათთან ერთად ვიმუშაოთ. თუ უნდათ, რომ ისე იმუშაონ პარტიული თანამდებობების გარეშე, გვითხრან, რა უნდათ და რა ფორმით მუშაობა უნდათ. „გინდა თუ არა, რომ ყველაფერი არა ლეგიტიმურია - თავმჯდომარის არჩევნებიც, ის 50 ათასი კაციც, ის ყრილობაც“, ეს სერიოზული არ არის. ვისაც მუშაობა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა, მზად ვართ და ველოდებით“, - განაცხადა ნადირაძემ.