ანა ნაცვლიშვილი - გუშინდელმა მოქმედებამ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც გააფორმა „ქართული ოცნების“ თანამონაწილეობა სასამართლოს „კლანურ" მართვაში

„ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუშინდელმა მოქმედებამ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც გააფორმა „ქართული ოცნების“ თანამონაწილეობა სასამართლოს „კლანურ“ მართვაში.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ აშინებს სასამართლოსთან მიმართებით სიმართლის დამდგენი კომისიის შექმნა.

„როგორც ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო ძალიან ბევრი მცდელობა ოპოზიციას ვერ შესძლებოდა მობილიზება, ნახეთ, რომ ოპოზიცია იყო სრულად მობილიზებული და საკმარისი იმისთვის, რომ კომისია შექმნილიყო. „ქართულ ოცნებას“ აშინებს სასამართლოსთან მიმართებით სიმართლის დამდგენი კომისიის შექმნა. ამიტომ ნახეთ, რომ გუშინ დარბაზიდან, ფაქტობრივად, გაიქცნენ, ოღონდ არ გაევლოთ რეგისტრაცია და არ მიეცათ შესაძლებლობა კომისიისთვის, რომ მას მუშაობა დაეწყო.

გუშინდელმა მოქმედებამ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც გააფორმა „ქართული ოცნების“ თანამონაწილეობა სასამართლოს „კლანურ" მართვაში, რაც გახდა სანქცირების საფუძველი მოსამართლეების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობებს იმისთვის, რომ შეიქმნას ეს კომისია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი