რაც უმრავლესობამ გააკეთა ამ ორი დღის განმავლობაში, ამაზე მეტ ლუსტრაციას თავად კომისიის შექმნაც კი ვერ შეძლებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ის რაც სხდომათა დარბაზში მოხდა, არის დადასტურება, რომ „ქართული ოცნება“ „კლანს“ მფარველობს.
„ქართული ოცნება" ბოიკოტს უცხადებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას, რადგან ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის საქმიანობას, რეგისტრაციას არ გადის უამრავ კენჭსაყრელ საკითხებთან დაკავშირებით. ამას აქვს ერთადერთი მიზანი -არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს არის ცალსახა დადასტურება, რომ „ქართული ოცნება" მფარველობს „კლანს“, ამაზე მეტ ლუსტრაციას თავად კომისიის შექმნაც კი ვერ შეძლებდა რაც თვითონ გააკეთეს ამ ორი დღის განმავლობაში,"- განაცხადა კორძაიამ.
სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა.
კენჭისყრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რის კონტექსტშიც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს.