ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია, მას არაფერი ეშველება

„ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია. კრიზისს განიცდის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ პარტიის დაშლის პროცესს, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენები.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით უამრავი დინება და ფლანგია ჩამოყალიბებული, რაც ამ პოლიტიკური პარტიის სისუსტეზე მეტყველებს.

„იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ ორ ნაწილად არის გაყოფილი, ორი სხვადასხვა ფრთაა. უკვე გამოიკვეთა დაპირისპირება დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილს შორის.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით უამრავი დინება და ფლანგია ჩამოყალიბებული, რაც ამ პოლიტიკური პარტიის სისუსტეზე მეტყველებს. ეს ძალიან კარგია. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია. პარტიის შიგნით კრიზისს განიცდის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ პარტიის დაშლის პროცესს.

მათი თავმჯდომარე ხაბეიშვილია, ყველამ იცის ეს ადამიანი. მათი მთავარი დონორი კეზერაშვილია, ინტელექტუალური ლიდერია მერაბიშვილი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გარკვეული სარკაზმით ვამბობ. ამ ვითარებაში, რაც არ უნდა არჩევნები ატარონ, რა ზომებიც არ უნდა მიიღონ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი ეშველება. ეს კარგი პროცესია ქართული დემოკრატიისთვის.

ყველამ იცის, რომ ნიკა მელიას ფლანგი „ნაციონალური მოძრაობისგან“ გარიყულია. არ ვიცი, ნიკა მელია ამას თვალს არ უსწორებს, თუ ვერ უსწორებს. ნიკა მელია ცდილობს, რომ პარტიის შიგნით სეპარატისტული ფრაქცია ჩამოაყალიბოს. ეს კარგია, რაც უფრო მეტი დაყოფა იქნება „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით უკეთესია პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებისთვის. ამის გამოვლინებაა ნიკა მელიას მიერ ცალკე ოფისის შექმნა, ფრაქციის წევრების მიერ ფრაქციის დატოვება და ასე შემდეგ.

ეს პროცესი საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა გაგრძელდეს, რამაც საბოლოო ჯამში, პოლიტიკური სივრციდან „ნაციონალური მოძრაობის“ განეიტრალება უნდა გამოიწვიოს.

სანამ ეს სისხლიანი, კრიმინალური, პოლიტიკური ძალა ნომერ მეორე პოლიტიკური პარტია იქნება, ჩვენი პოლიტიკური სისტემა ბოლომდე ვერ გაჯანსაღდება“,- აღნიშნა კობახიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება