ანა ბუჩუკური - ლევან მურუსიძის და მისთანების დასაცავად მეორედ გამოუცხადა ბოიკოტი „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს - მეორედ გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი

სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლის, ლევან მურუსიძის და მისთანების დასაცავად მეორედ გამოუცხადა ბოიკოტი „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" ბევრი რამ აქვს დასამალი სასამართლო სისტემაში.

„უმრავლესობამ უკვე მეორედ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს - ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში ჩაიგდო უკვე მეორედ თავი ლევან მურუსიძის დასაცავად. დღეს "ქართული ოცნება" რასაც აკეთებს, ამას ჰქვია პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაუქმება. ასეთი პრეცედენტი არ მახსენდება პარლამენტარიზმის ისტორიაში - მეორედ ზედიზედ ბოიკოტი გამოუცხადა უმრავლესობამ პარლამენტს. უკვე მეორედ გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი. ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს, ადასტურებენ, რომ ბევრი რამ აქვთ დასამალი სასამართლო სისტემაში", - განაცხადა ბუჩუკურმა.

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა.

კენჭისყრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რის კონტექსტშიც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა