არჩილ თალაკვაძე - სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა - ოპოზიციამ, რომელიც საძებარი იყო და სხდომებს აცდენდა, როგორც იქნა, პარლამენტში სიარული დაიწყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს სასამართლო სისტემა არის დიამეტრულად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი, ვიდრე მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება გადმოიბარა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას აქვს მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობას შეუტიოს და იმ მოსამართლეებზე იძიოს შური, რომლებმაც მათი ლიდერები გაასამართლეს.

„უნდა ითქვას, რომ სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში - ოპოზიციამ, რომელიც საძებარი იყო, სხდომებზე არ დადიოდა, 8 თვე ბოიკოტში იყო, შემდეგ აცდენდა ყველა სხდომას, დებატებშიც არ მონაწილეობდა და „მინისტრის საათებსაც“ არ ესწრებოდა, როგორც იქნა დაიწყო პარლამენტში სიარული და სხდომებზე დასწრება. იმედია, 2024 წლის შემოდგომის ჩათვლით, ეს ოპოზიცია ასე ივლის სხდომებზე.

დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა არის დიამეტრულად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება და ამას ამბობს არამხოლოდ მმართველი ძალა, არამედ ამაზე მეტყველებს ყველა სანდო მონაცემი, რომელიც სასამართლოს ეხება. ყველა მონაცემით ჩანს, რომ დღეს მოქალაქეები სასამართლოს მიიჩნევენ ბევრად უფრო თავისუფალ და სამართლიან სასამართლოდ, ვიდრე როდესაც ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება. სტრასბურგშიც არის იგივე მონაცემები. ჩვენ ვამბობთ და პირდაპირ ვეუბნებით ამ ოპოზიციას - მათი სურვილი არ არის არც დამოუკიდებელი და არც თავისუფალი სასამართლო, არც რაიმე ობიექტურის დადგენა, სინამდვილეში, მათ აქვთ სამი კონკრეტული ამოცანა: 1. ხელი შეუშალონ ევრორეკომენდაციების შესრულებას და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიცემას, 2. სასამართლოში ჩარევა და როგორმე გავლენის დაბრუნება, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე შეტევა, 3. სასამართლოსა და მოსამართლეებზე შურისძიება, რომლებმაც გაასამართლეს მათი დამნაშავე პოლიტიკური ლიდერები. ეს არის კონკრეტული ამოცანები. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივეცით შესაძლებლობა, რომ საქართველოს სასამართლოს გამოუთხარონ ძირი და მორიგი შეტევა განახორციელონ სასამართლო სისტემაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი