არჩილ თალაკვაძე - ტყუილია, თითქოს BBC-ის გამოძიების შემდეგ გაიგო ხელისუფლებამ ის, რომ კეზერაშვილი, საერთაშორისო თაღლითურ სქემასთანაა დაკავშირებული - ქართველმა სამართალდამცველებმა პარტნიორებთან მჭიდროდ ითანამშრომლეს

ტყუილია, როდესაც ოპოზიცია ამბობს, თითქოს BBC-ის გამოძიების შემდეგ გაიგო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ის, რომ კეზერაშვილი, მაღალი ალბათობით, საერთაშორისო თაღლითურ სქემასთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე BBC-ის სტატიას გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართველმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს საერთაშორისო პარტნიორებთან.

„რადიკალურმა ოპოზიციამ მარტივი ტყუილი მოიგონა. თვალთმაქცობა იყო, როდესაც ისინი თითქოს საყვედურებს გამოთქვამდნენ: „აი, საქართველოს ხელისუფლებამ როგორ არ იცოდა ეს ამბავი, BBC-ის გამოძიების შემდეგ გახდა მხოლოდ ცნობილი“. ეს არის სიცრუე. საქართველოს ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა სტრუქტურამ ბოლო 2 წლის განმავლობაში 4 მაღალი დონის ბრიფინგი ჩაატარა. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამ საერთაშორისო თაღლითური სქემის და ორგანიზებული დანაშაულის არაერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახსნეს. საქართველოს პროკურატურამ, უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

საგამოძიებო მოქმედებები და შესრულებული საქმე ყოველთვის საჯაროდ იყო მიწოდებული საზოგადოებისთვის. ტყუილია, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ თითქოს, BBC-ის გამოძიების შემდეგ გაიგო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ის, რომ დავით კეზერაშვილი, მაღალი ალბათობით, დაკავშირებულია ამ საერთაშორისო თაღლითურ სქემასთან.

რაც შეეხება ტელევიზიასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აქ საზოგადოებას ვერავინ მოატყუებს.

ეს განცხადება მან იმიტომ გააკეთა, რომ თავის ტელევიზიებს და ჟურნალისტებს მინიმალური კომფორტი შეუქმნას. მათ გააგრძელონ დასახული ამოცანების შესრულება, როგორმე შეუმსუბუქდეს რეპუტაციული ტვირთი და რეპუტაციული ზიანი, რომელიც მის შესახებ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოძიებამ მოიტანა.

ის მიხვდა, რომ მის გვერდით დგომა, მისი ხელფასის აღება, მასთან რაიმე კავშირი საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის დამაზიანებელია, პარტია იქნება, ტელევიზია, თუ ლობისტი ის ცდილობს, რომ განერიდოს ამ პროცესს და გადამალოს ტელევიზია. ის დაკავებულია ზიანის შემცირებით, როგორმე მინიმალური კომფორტი შეუქმნას ტელევიზიას, რომელიც მის ამოცანებს ასრულდება აქამდე“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების ფინანსურ თაღლითობაზე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა