ხატია დეკანოიძე - ჩვენ გავაკეთეთ მნიშვნელოვანი მობილიზაცია, მაგრამ უმრავლესობის წევრები ბოიკოტში გავიდნენ და ჩასაფრებული იქნებიან, რომ ვინმე ავად გახდეს ან მივლინებაში წავიდეს

ჩვენ გავაკეთეთ მნიშვნელოვანი მობილიზაცია, მაგრამ თვითონ ბოიკოტში გავიდნენ და ჩასაფრებული იქნებიან, რომ ვინმე ავად გახდეს ან მივლინებაში წავიდეს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეკანოიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" "კლანს" მფარველობს და არ გამორიცხავს სანქციები პოლიტიკოსებზეც გავრცელდეს.

„სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა გასაგებია - ისინი არიან „კლანის" მფარველები, შეზრდილია „კლანი" და „ქართული ოცნება" და გასაგებია მათი დამოკიდებულება, რომ ნებისმიერ დროს, როცა იქნება კომისიის საკითხი გამოტანილი, ისინი აპირებენ ბოიკოტში წავიდნენ, ეს არის გამოაშკარავებული ფაქტი და არავითარი კითხვის ნიშანი არ დგას. ამიტომ, ალბათ, სანქციები გაიზრდება. კარგი იქნებოდა გამოგვეკვლია ის საკითხები, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც გვაწუხებდა, ახლაც გვაწუხებს, მაგრამ ჩემთვის პრინციპში ეს საკითხი ამოიწურა, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ გირგვლიანის მოსამართლე დაფარონ.

დიდი იმედი მაქვს ოპოზიციას ექნება ერთიანი პოზიცია, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, ნებისმიერ დღეს როცა საკითხი დადგება, უმრავლესობის წევრები კვორუმს ჩააგდებენ და ეს არის ის, რაც რეალურად საზოგადოებას უნდა დაინახა. შეიძლება ვიღაც ავად გახდეს, მივლინებაში წავიდეს და ჩასაფრებული პოზიციით იქნებიან, ეს იქნება მათი პოზიცია. ვფიქრობ გასაგებია ყველაფერი და აღარც უნდა იყოს დიდი მოლოდინი იმაზე, რომ კომისიას შეიძლება მათ ერთ დღეს მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ