ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციის ქმედება კვლავ მიმართული იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობისკენ - „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივ კავშირს სასამართლო სისტემასთან უნდა მოჰყვეს პოლიტიკური ლიდერების სანქცირება

ოპოზიციის აზრი და მოქმედება კვლავ მიმართული იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობისკენ და „ქართული ოცნება“ ახდენს სახელმწიფო ინსტიტუციის ბოიკოტირებას, ავლენს არაქმედუნარიანობას და ეს დანაშაულებრივი კავშირი სასამართლო სისტემასთან სამართლებრივად უნდა შეფასდეს და მოჰყვეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერების სანქცირება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს პირდაპირი პოლიტიკური გავლენა და პოლიტიკური მფარველობა სასამართლოს „კლანურ“ სისტემაზე.

„საზოგადოება მეორე დღეა აკვირდება პარლამენტის უსუსურობას და არაქმედუნარიანობას, როდესაც „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს სახელმწიფო ინსტიტუციას. წარმოუდგენელი ფაქტია. კიდევ ერთხელ ადასტურებენ ეს ადამიანები, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს პირდაპირი პოლიტიკური გავლენა და პოლიტიკური მფარველობა სასამართლოს კლანურ სისტემაზე. ამიტომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ამ ყველაფრის წარდგენა მტკიცებულებების სახით და მოთხოვნა, რომ სასამართლო „კლანის“ პოლიტიკური მფარველების დასანქცირება მოხდეს. ცხადია, დღეს რომ რეჟიმმა თავი გააშიშვლა, ცხადი არის, რომ დანაშაულებრივი კავშირი „ქართული ოცნების“ ძალასთან და სასამართლოს „კლანურ“ სისტემასთან ერთმნიშვნელოვანია, რაც კენჭისყრის ბოიკოტირებით დადასტურდა. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ამ პოლიტიკოსების დასანქცირება. ოპოზიციის აზრი და მოქმედება კვლავ მიმართული იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობისკენ და „ქართული ოცნება“ ახდენს სახელმწიფო ინსტიტუციის ბოიკოტირებას, ავლენს არაქმედუნარიანობას და ეს დანაშაულებრივი კავშირი სამართლებრივად უნდა შეფასდეს და მოჰყვეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერების სანქცირება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი