ანრი ოხანაშვილი - გერმანია მაქსიმალურად მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობა.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით და ვცვლით ინფორმაციას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ბატონმა ელჩმა, დააფიქსირა როგორც მისი პერსონალური, ასევე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ჩვენი განხილვის ერთ-ერთი თემა შეეხებოდა 12 - პუნქტიანი გეგმის როგორც შესრულებულ პუნქტებს, ასევე რამდენიმე დარჩენილ საკითხს, რომელიც, პრაქტიკულად, შესრულების ბოლო ეტაპზეა", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში