აშშ-ის ელჩი - ბოლო წლებში საქართველოს მიერ ბევრი კარგი სამუშაოა გაკეთებული სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, მაგრამ ბოლო ოთხ წელიწადში პოლიტიკური ნების ნაკლებობა ვნახეთ

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ ბევრი კარგი სამუშაოა გაკეთებული სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, მაგრამ ბოლო ოთხ წელიწადში პოლიტიკური ნების ნაკლებობა ვნახეთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის მხრიდან მოსამართლეების მიმართ გადაწყვეტილებები არის საშუალება ხელისუფლებსითვის მიუკერძოებელი სასამართლო დაამკვიდროს.

“ეს სავიზო გადაწყვეტილებები საშუალებაა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რათა აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისადმი თავისი ერთგულება და ნამდვილად დაამკვიდრონ დამოუკიდებელი მიუკერძოებელი სასამართლო.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ ბევრი კარგი სამუშაო გაკეთებულა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, მაგრამ ბოლო ოთხ წელიწადში პოლიტიკური ნების ნაკლებობა ვნახეთ მნიშვნელოვანი რეფორმების გაყოლაზე, რომელიც ნამდვილად გარდაქმნის სასამართლოს დამოუკიდებელ სასამართლოდ.

ამიტომ არსებობს ვენეციის კომისიის ხუთი მოსაზრება, რომლებიც კვლავ და კვლავ იძლევა იმ ნაბიჯების რეკომენდაციას, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა მოსამართლეებისთვის ნამდვილად შექმნას დამოუკიდებლად და მოუკერძოებლად მოქმედების სივრცე.

საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს კარგი პროფესიონალი მოსამართლეები. მათ პოლიტიკური ან ბიზნეს პიროვნებების ჩარევის გარეშე სურთ საკუთარი სამუშაოს გაკეთება. და ვფიქრობ, რომ ამას იმსახურებენ. ეს არის ის, რის რეკომენდაციასაც ვიძლევით, რის რეკომენდაციასაც ევროკავშირი იძლევა, რის რეკომენდაციასაც ვენეციის კომისია იძლევა. ერთადერთი, ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გაყოლის პოლიტიკური ნებისყოფის ნაკლებობა არსებობს”, - განაცხადა დეგნანმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა