ილია დარჩიაშვილი გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე - ეს დოკუმენტი ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროკომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში

აღნიშნული დოკუმენტი იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს ნაწილია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის მიმართულებით გაატარა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე მექანიზმი იქნება, იმისთვის, რომ ოქტომბერში ევროკომისიამ შესაბამისი დასკვნა მიიღოს, ხოლო ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოსთვის დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკის გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული პირველი ანგარიში გადასცა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ 2022 წლის მაისიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ რეფორმებს ასახავს, რომელიც ევროკომისიის ფარგლებში განხილვების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

„ევროკავშირის ელჩს პირადად აღნიშნული დოკუმენტი გადავეცი. ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ყველა იმ მნიშვნელოვან ნაბიჯზე ვისაუბრეთ, რომელიც საქართველომ გადადგა და რომელიც დაგეგმილია იმისთვის, რომ ევროკომისიის 12 პუნქტი დაპირებულ ვადებში შესრულდეს და იმ ლოგიკით, რომელიც რეკომენდაციებში ჩადებულია. ვისაუბრეთ მომავალ აქტივობებზეც, რაც ყველაზე მთავარია დოკუმენტი, რომელიც დღეს გავუზიარეთ ელჩს და პარალელურად გაიგზავნა ბრიუსელში, ძალიან მნიშვნელოვან მონაწილეობას ევროკომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიიღებს," - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ანგარიში 2023 წლის 18 აპრილს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომის ფარგლებში დამტკიცდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი.

19 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი