ვახუშტი მენაბდე - პროცედურული ომი არის ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი უკანონობასთან გვაქვს საქმე

პროცედურული ომი ლეგიტიმური ინსტრუმენტია, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში უკანონობასთან გვაქვს საქმე - რეალურად კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი! - ასე აფასებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, კენჭისყრის წინ რეგისტრაციის არგავლის გზით არ მისცეს ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.

მენაბდის თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი ფორმალურად პროცედურული ომია, თუმცა რეალურად კონსტიტუციის დარღვევაა.

"ისინი ოპოზიციას უბრალოდ არ აძლევენ საშუალებას, ისარგებლოს მისთვის უზენაესი კანონით მინიჭებული პრეროგატივით - ნებისმიერ საკითხზე წამოიწყოს გამოძიება, დასვას კითხვები შეაფასოს მიღებული პასუხები.

პროცედურული ომი არის ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი უკანონობასთან გვაქვს საქმე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვახუშტი მენაბდემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი ორჯერ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ რეგისტრაციას არ გადის, ტაბლოზე კი მხოლოდ ოპოზიციონერ დეპუტატთა რაოდენობა ფიქსირდება. შედეგად კენჭისყრის პროცესი ორჯერ ჩაიშალა, მათ შორის კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის