ირაკლი კობახიძე - ვიღაცის ინტერესია,  კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი ფულით დააფინანსოს რევოლუციური პროცესები - კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია

ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა, ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული. კეზერაშვილი ზოგადად არის ცნობილი წარუმატებელი ინვესტიციებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დავით კეზერაშვილის მთავარი ინვესტიციის სიმბოლო არის ტელეკომპანია „ფორმულა“, რაც კარგია, რადგან თავისივე ნაძარცვი ფული ბრუნდება საქართველოში.

„მისი ინვესტიციების მთავარი სიმბოლო არის „ფორმულა“, 1 პროცენტიანი რეიტინგის მქონე ტელევიზია, რაშიც ყოველწლიურად ხარჯავს მილიონობით დოლარს. ეს არის კეზერაშვილის სიმბოლო და ძალიან კარგიც არის ეს იმიტომ, რომ ვერც შედეგს აღწევს ამ ყველაფრით და თავისივე მოპარული ფული, ჯარისგან და ბიზნესისგან ნაძარცვი ფული საბოლოო ჯამში ბრუნდება საქართველოში“,- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, დავით კეზერაშვილს მფარველობს გავლენიანი სუბიექტი, ვისგანაც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით.

„მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია, სწორედ ამიტომ არის რომ კეზერაშვილი, რომელიც არის ძებნაში, ის თავისუფლად სარგებლობს მიმოსვლის საშუალებით სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც ყველამ იცის, რომ მას გაძარცვული ჰყავს ბიზნესმენები, ჯარი საქართველოში და ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ვისგან სარგებლობს ის თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით?! რა თქმა უნდა გავლენიანი სუბიექტისგან და ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ