გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აპრილს 10:00-დან 14:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ციხისძირი, ქანდა, ძველი ქანდა, პატარა ქანდა, მუხრანი, ქსანი, წიწამური, ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტს ბიწმენდში.

11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მომხმარებლებს დაბა თიანეთში, სოფლებში ჟებოტა, ტუშურები, ზარიძეები, ახალსოფელი, ბარისახო, არტანი, ალაჭანი, ხორხი, დულუზაურები და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 17:00 საათამდე შუქი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, ჩარგალი, კორშა, გომეწარი, კაწალხევი, შუაფხო, თხილიანა, დათვისი, გველეთი, ჩირდილი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ქვეშეთი, მლეთა, ამირნი, სალაჯური, მანასეული, გოგნაური, ჩირიკი, სეფე და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის