20-23 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში, იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება.
„ილია დარჩიაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, ანტონიო ტაიანის შეხვდება.
ილია დარჩიაშვილი და ანტონიო ტაიანი იტალიასა და საქართველოს შორის მაღალი დონის დიალოგის ინიცირების შესახებ დეკლარაციას, ასევე, საქართველოსა და იტალიას შორის კულტურის და მეცნიერების სფეროში 2023-2027 წლებისთვის აღმასრულებელ პროგრამას ხელს მოაწერენ.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.