გიორგი ამილახვარის განცხადებით, ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია ის მიღწევები და რეფორმები დააზიანონ, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება

მიზანი, რატომაც ოპოზიციას უნდა, ან უნდოდა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ისაა, რომ ის მიღწევები და რეფორმები დააზიანონ, რომელიც 12 - პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების ნაწილში, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ევროკომისიის 12 - პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი უკვე შეასრულა, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები.

რაც შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს, როგორც ამილახვარი აღნიშნავს, არ ჰგონია, რომ „ვინმეს რამე დასაცავი ჰქონდეს“, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რატომაც ოთხი მოსამართლის დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღო.

„საგამოძიებო კომისიას არანაირი საფუძველი და არანაირი დანიშნულება, რომელიც უნდოდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას შეექმნა, არ ჰქონდა რაიმეს გამოძიებასთან. პირიქით, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა 12 პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი უკვე შეასრულა, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი რატომაც მათ უნდათ, ან უნდოდათ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ეს არის პირიქით - რომ დააზიანონ ის მიღწევები და რეფორმები, რომელიც საქართველოში 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების ნაწილში.

რაც შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს, მე არ მგონია, ვინმეს რამე დასაცავი ჰქონდეს. აქ არის ერთი მთავარი კითხვა, რომ ის ბრალდება, რომელიც მათ ერთ-ერთმა ქვეყანამ წაუყენა, ალბათ, ნათელი და კარგი იქნებოდა, რომ საჯაროდ საზოგადოებას ენახა ის საფუძვლები, რატომაც მიიღო შესაბამისმა მხარემ ეს გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი და საზოგადოების საჯარო შეკითხვა", - განაცხადა ამილახვარმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი