ზაზა თავაძე - რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ, ეს არის სრული ავტოკრატიის გაფორმება პარლამენტში

ის, რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ, ეს არის სრული ავტოკრატიის გაფორმება საქართველოს პარლამენტში - ოპოზიციამ პერმანენტულად უნდა აჩვენოს ერთიანობა, იმიტომ, რომ ოლიგარქი შეშინებულია. როგორც იტყვიან მეფე შიშველია, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ იმ "კორუფციულ სინდიკატს გადაჰფარებოდა", რომლის ორგანიზატორიც თავად არის.

ამასთან, როგორც ზაზა თავაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულ ოთხ ქართველ მოსამართლეს იმიტომ „ეფარება“, რომ მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ.

„მე პარლამენტში ორჯერ ხელოვნურად შეჩერებულ პროცესს დემოკრატიის კიდევ ერთ უკუსვლას დავარქმევდი. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ მათი მმართველი ოლიგარქის დავალებით, "კლანზე" გადაფარებით, ბოლო რესურსებს მოუხმო და მათ თვითლუსტრაციაც გააკეთეს, რომ ისინი მათზე [მოსამართლეებზე] არიან ამბრაზურასავით გადაფარებულები. ისმის კითხვა, რატომ? იმიტომ, რომ ისინი აშანტაჟებენ ოლიგარქს, რომ ისინი დაიწყებენ იმ ბნელ საქმეებზე ლაპარაკს, რაც აქვთ გაკეთებული, რა თქმა უნდა, არაკანონიერად. ამით აშანტაჟებენ ოლიგარქს და ოლიგარქიც ფიქრობს, რომ თუ ეს ასე განხორციელდა, მისი ხელისუფლება შეირყევა. არადა, რეალურად, ეს ხელისუფლება შერყეულია. ის, რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ, ეს არის სრული ავტოკრატიის გაფორმება საქართველოს პარლამენტში,“ - აღნიშნა თავაძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ავტოკრატია ბობოქრობს და ეს დასასრულებელია.

„დაახლოებით ორი წელია ვსაუბრობთ, რომ ისინი გასული არიან კონსტიტუციის ფარგლებიდან, გასული არიან რეგლამენტის ჩარჩოებიდან, ისინი საქართველოს კანონმდებლობას ტოტალურად არღვევენ. რა უნდა დაუპირისპიროს ამას ოპოზიციამ? ოპოზიციამ პერმანენტულად უნდა გააგრძელოს ასეთი ქმედებები, ერთიანობა უნდა აჩვენოს, იმიტომ, რომ ოლიგარქი შეშინებულია. როგორც იტყვიან, მეფე შიშველია. მან ბოლო რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ გადაჰფარებოდა ამ კორუფციულ სინდიკატს, რომლის ორგანიზატორიც თვითონ არის. ამ ნაბიჯზე მოუწია წასვლა, იმიტომ, რომ მან დაინახა ოპოზიციის სიძლიერე, ოპოზიციის ერთობა და ეს უნდა გაგრძელდეს,“ -განაცხადა ზაზა თავაძემ.

ამასთან, როგორც თავაძე აღნიშნავს, ოპოზიციამ თავის დროზე სიები ძალიან არაგონივრულად ჩახსნა და დღეს სწორედ ამის შედეგებს ვიმკით.

„მინდა გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთ მანდატებზე ძალიან არაგონივრულად თქვეს უარი და ჩახსნეს სიები. დღეს ჩვენ ზუსტად ვიმკით ამ შედეგებს და „ქართულ ოცნებას“ ვაძლევთ იმის საშუალებას, რასაც აკეთებენ - აფორმებენ ფაქტობრივად, ავტოკრატიას. დამერწმუნეთ, აქ რომ იყოს უფრო მეტი ოპოზიციონერი, თუნდაც 5-ით, თუნდაც 10-ით, უფრო დიდი ძალა იქნებოდა, უფრო მარტივი იქნებოდა ამ ხელოვნურად შექმნილი ბარიერის გადატეხა და გადალახვა,“ - აღნიშნა თავაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ