ხათუნა სამნიძე - მინდა, მივმართო სკეპტიკურად განწყობილებს, ვინც გვეუბნებოდა, რა გინდათ პარლამენტშიო - ვერაფერს ვაღწევთ? პირველი შემთხვევაა, როცა უმრავლესობამ საპარლამენტო მუშაობის პარალიზება მოახდინა

გამოძიება დაადგენს, რომ „კლანს“ პირდაპირი კავშირები აქვს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან და ამაში პირდაპირ ჩართულია ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სასამართლო სისტემაში არსებულ სავარაუდო კორუფციულ საქმიანობასა და ხარვეზებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ხათუნა სამნიძის თქმით, კომისია იქნება სივრცე, რომელიც ნდობით ისარგებლებს. მისი თქმით, ოპოზიცია იმაზე მუშაობს, რომ შემადგენლობა იყოს სანდო.

„მაგალითად, ვთქვით, რომ კომისიის თავმჯდომარე არცერთ პარტიას არ უნდა მიეკუთვნებოდეს. პარტიებთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არ მაქვს, არ ვთვლი, რომ პარტიული ადამიანი არაობიექტური იქნება ან არაპროფესიონალი, მაგრამ ასეთი აღქმები არის საზოგადოებაში, რომ პარტიას არ წარმოადგენდეს და ვთქვით, რომ იყოს დამოუკიდებელი დეპუტატი - პრობლემა არ გვაქვს. მთავარია იყოს პროფესიონალი, კეთილსინდისიერი, ჰქონდეს გამოცდილება და საზოგადოებაში სარგებლობდეს ნდობით. ასეთი ადამიანები პარლამენტში არიან და გვყავს ჩვენ რამდენიმე კანდიდატი, რომელზეც ვმსჯელობთ. „ქართულმა ოცნებამ“ ესეც იცის, მათთან მისაუბრია და მითქვამს, ჩვენ ვისზეც ვფიქრობთ, რომ შეიძლება ის თავმჯდომარე გახდეს და მათ ამ ადამიანებთან შეკითხვები არ აქვთ. შეიქმნას კომისია და მერე ვისაუბრებ [სავარაუდო თავმჯდომარის შესახებ],“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, როცა სანდო შემადგენლობის მქონე კომისია შეიქმნება, იქ სასაუბროდ მივლენ ყოფილი და მოქმედი მოსამართლეებიც, გაქრება შეკითხვები და აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდება, რომ სასამართლოში არსებობს „კლანი“.

გარდა ამისა, ხათუნა სამნიძე ვარაუდობს, რომ სანქციები მხოლოდ 4 მოსამართლით არ დასრულდება.

„შესაძლებელია ამას ჩემი კოლეგები არ იზიარებდნენ, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც დავიწყებთ „კლანის“ და სასამართლოს სისტემის პრობლემების შესწავლას, როგორც 2012 წლამდე, ისე დღევანდლისას, ამას პირდაპირი კავშირი ექნება ბიძინა ივანიშვილთან. „ეს „კლანი“ ვერ გაძლიერდებოდა, მათ რომ ზურგი არ ჰქონოდათ ბიძინა ვანიშვილისგან. საჯარო კადრები, დოკუმენტები არსებობს, რითაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, „ახლა, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“. ასევე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ ადრე ცუდი მოსამართლეები იყვნენ და ახლა კარგები გახდნენო, იმიტომ, რომ უკვე ჩვენ გვემსახურებიანო, ამას ნიშნავს ანუ ჩემი აზრით, ეს კავშირები მივა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის არაფორმალურ მმართველთან. ეს არ უნდათ „ქართულ ოცნებაში“, ამის ეშინიათ იმიტომ, რომ მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები ისაუბრებენ, როდესაც ეს სივრცე შეიქმნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომისია სანდო იქნება, ისეთი ადამიანები იქნებიან ამ კომისიაში. ამის ეშინია ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“. რაც არ უნდა იძახონ, „ნაციონალური მოძრაობა“ იძიებსო, ადამიანებს თვალები, ყურები და გონება აქვთ და დაინახავენ, ვინ იძიებს ამ კომისიაში საქმეს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნილ საკითხზე გაკეთებულ განცხადებაზეც.

„სერიოზულ თავდასხმებს ველოდები კელი დეგნანზე გუშინდელი განცხადების გამო, რომელმაც თქვა, ჩვენ ხელს ვუწყობთ და გვინდა, რომ ამ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს და მივესალმებით საპარლამენტო მუშაობის გაძლიერებას. ახლა არ მოსწონთ „ქართულ ოცნებას“ ეს? როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ბოიკოტში იყო და პოლიტიკური პარტიები პარლამენტში არ შემოდიოდნენ, მაშინ აშშ იყო ძალიან აქტიური და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოგვიწოდებდა, რომ პარლამენტში გვემუშავა და საპარლამენტო მუშაობა გაგვეძლიერებინა. საპარლამენტო მუშაობა გაძლიერდა. ორი დღეა ოპოზიცია მაქსიმალურად არის წარმოდგენილი და ამან შედეგი დადო. მინდა, მივმართო სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს, ვინც ფიქრობდნენ, რომ რა გინდათ პარლამენტშიო, გამოდით, მაინც ვერაფერს აღწევთო. ვერაფერ ვაღწევთ? პირველი შემთხვევაა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ საპარლამენტო მუშაობის პარალიზება მოახდინა, იმდენად ეშინიათ საგამოძიებო კომისიის შექმნის, იმდენად შეშინებულია საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის გამო“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ