პარლამენტი სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრაზე გატანას დღესაც გეგმავს

პარლამენტი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრაზე გატანას დღესაც გეგმავს.

საკითხის დასაზუსტებლად პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მიმართა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „დღის წესრიგი არ არის განახლებული“ და შესაბამისად, საკითხი კენჭისყრაზე გამოვა.

„კენჭსაყრელი საკითხები რაც არის შეტანილი დღის წესრიგში, დღის წესრიგი ჩვენ არ განგვიახლებია. რაც არის დღის წესრიგში, ყველა ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე, საკითხების განხილვის შემდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უკვე ორჯერ ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად“ შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გაიარეს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა