სალომე სამადაშვილი - თუ დღეს საგამოძიებო კომისიის საბოტაჟი გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ევროპული მომავლის საბოტაჟი, რომელსაც მორიგ ჯერზე ახორციელებს მმართველი უმრავლესობა

არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს მცდელობა, ხელი შეუშალონ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რასაც დღეს პარლამენტის უმრავლესობაში წარმოდგენილი დეპუტატები გამიზნულად აკეთებენ, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც "მურუსიძის მონა-მორჩილები არიან" და მიაჩნიათ, რომ მათი ფუნქცია მურუსიძის და სასამართლო "კლანის" ინტერესების დაცვაა.

„ქართული ოცნება" ისევ ბოიკოტს გამოუცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და შეირცხვენს თავს, როგორც საკუთარი ხალხის ასევე, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სრული ლუსტრაცია მოახდინა "ქართულმა ოცნებამ" გასული 2 დღის მანძილზე. პარლამენტში დღეს უმრავლესობაში სხედან ადამიანები, რომლებიც მურუსიძის მონა-მორჩილები არიან და მიაჩნიათ, რომ მათი ფუნქცია არის მურუსიძის და სასამართლო "კლანის" ინტერესების დაცვა და არა ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი პრობლემა, რომელზეც საუბრობს მთელი მსოფლიო და პირველ რიგში ევროკავშირი, არის სასამართლო სისტემის რეფორმა, ამიტომ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ დღეს საგამოძიებო კომისიის საბოტაჟი გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ევროპული მომავლის საბოტაჟი, რომელსაც მორიგ ჯერზე ახორციელებს მმართველი უმრავლესობა.

ორი დღეა პარალიზებულია მმართველი გუნდის მიერ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა.

რაც შეეხება სანქციების საკითხს - როდესაც სასამართლო კლანის მეთაურები დაასანქცირეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ამით ნათელი გახადეს ის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის გარეშე ეს ქვეყანა წინ ვერ წავა, ამიტომ ცხადია, რომ ყველა ვინც მონაწილეობს იმაში, რომ გააძლიეროს სასამართლო კლანი ჩვენს ქვეყანაში, ასევე პოტენციურად უნდა გახდეს შესაბამისი ზეწოლის ობიექტი. ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე კონსულტაციებს როგორც ამერიკელ, ასევე ევროპელ კოლეგებთან, რადგან არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს მცდელობა ხელი შეუშალონ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რასაც დღეს პარლამენტის უმრავლესობაში წარმოდგენილი დეპუტატები გამიზნულად აკეთებენ", - განაცხადა სამადაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი