ნაზი ჯანეზაშვილი - საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, იქ მისვლა ჩინჩალაძეს,  მურუსიძეს და სხვებსაც მოუწევთ - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ დისკომფორტი არ შეუქმნას

„სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ოთხ მოსამართლეს დისკომფორტი არ შეუქმნას.

„სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მათი ვალდებულებები შეასრულეს, მაგრამ პარლამენტს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, მნიშვნელოვანი მექანიზმები აქვს. საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, იქ მისვლა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და სხვებსაც მოუწევთ. შესაბამისად, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ დისკომფორტი არ შეუქმნას. ოთხი მოსამართლიდან, რომლებიც სანქცირებულები არიან, სამმა მათგანმა საჯაროდ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთა. მათ სანქცირების შემდეგ ხმა ამოიღეს, მაგრამ მიხეილ ჩინჩალაძე არის ის ადამიანი, რომელსაც სანქცირების შემდეგ ხმა არ ამოუღია. საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მოქმედმა მოსამართლემ, რომელიც მაღალი ნდობის პირია და ამავდროულად მთელი სასამართლოს მმართველი პირი, მისი დასანქცირების მიზეზებზე ღიად ისაუბროს”,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

როგორ მან აღნიშნა, მმართველი პარტია მოსამართლეებს იმიტომ მფარველობს, რომ „ერთი გუნდია“.

„რეალურად, მიხეილ ჩინჩალაძეს დისკომფორტს არ უქმნიან. მმართველი პარტია მოსამართლეებს იმიტომ მფარველობს, რომ ერთი გუნდია. ფაქტობრივად, საქართველოში ხელისუფლების დანაწილების პრინციპი აღარ არსებობს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი