ლევან ბეჟაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიჭირა თავისი „ჩიტი“ და დღეს კონკრეტული შეფასება აქვს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიჭირა თავისი „ჩიტი“ და დღეს ხელისუფლებას კონკრეტული შეფასება აქვს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ხელისუფლება ელოდება კონკრეტულ მომენტს, როცა ოპოზიცია პარლამენტში საჭირო რაოდენობით არ იქნება წარმოდგენილი და სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭისყრაზე გაიტანს.

„უკვე მესამე საპარლამენტო დღეა, როცა ხელისუფლება ცდილობს, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს. ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის, პარლამენტის არაქმედუნარიანობა წარმოაჩინოს საზოგადოების თვალში, ოღონდ, საფრთხე არ შეექმნას სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს. ამიტომ, დღეს, ასევე მობილიზებულია საპარლამენტო ოპოზიცია, 50 წევრის შემადგენლობით და კვლავ ვითხოვთ პარლამენტისგან თავისი მოვალეობა შეასრულოს, რეგისტრაცია გაიარონ და საკმარისი კვორუმი იყოს იმისთვის, რომ კენჭისყრები ჩატარდეს. ამ საგამოძიებო კომისიის საკითხთან ერთად, სხვა გადაწყვეტილებებიც არის მისაღები. ეს არის საპარლამენტო ოპოზიციის კონსტიტუციური პრეროგატივა, ხელისუფლება სარეგლამენტო მანიპულაციებით ოპოზიციისათვის კონსტიტუციის დარღვევით ამ უფლების შეზღუდვას არ უნდა ცდილობდეს.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, იქნება დღე, როცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მივლინებებში, შეხვედრებზე იქნებიან, ზოგი ავად გახდება, ამისგან დაზღვეული არავინაა. ხელისუფლება იმ მომენტს ელოდება, როცა ამ პროცესს გამოიყენებს და საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ასეთ სარეგლამენტო ხრიკებს თავი დაანებონ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მიიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ან არჩევნები ჩაატარონ და თავისი საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირონ, საშუალება მისცენ საპარლამენტო ოპოზიციას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ისარგებლონ და საგამოძიებო კომისია შექმნან. ეს საგამოძიებო კომისია ოპოზიციას კი არ სჭირდება, ქვეყნის რეპუტაციას სჭირდება. როცა მოსამართლეებს სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს და საერთაშორისო სანქციების ქვეშ ჰყვება სასამართლო სისტემა, ეს სახელმწიფოსთვის რეპუტაციული ზიანია“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

მისივე განმარტებით, ახლა ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის.

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიჭირა თავისი „ჩიტი“ და დღეს, „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული შეფასება აქვს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ქვეყანას მართავს „რუსული ოცნება“, ესენი რუსული, რბილი ძალის წარმომადგენლები არიან საქართველოში, რომლებიც პუტინის პოლიტიკას ატარებენ, რუსი ოლიგარქიული რეჟიმი ჩამოყალიბდა საქართველოში, ამიტომ ეს რეჟიმი ცდილობს დღეს ხელისუფლების შენარჩუნებას. მათი მთავარი ამოცანა არ არის ევროპული ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროკავშირის კანდიდატის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება, მათი მთავარი საკითხი დღეს ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლაა და ამისათვის მზად არიან ყველაფერი გაწირონ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ