სალომე სამადაშვილი ოთარ შამუგიას - თქვენს სამინისტროს თუ აქვს მომზადებული რაიმე დასკვნა, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რა შედეგს გამოიღებდა რიკოთის გზის მშენებლობა?

თქვენს სამინისტროს თუ აქვს მომზადებული რაიმე დასკვნა, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რა შედეგს გამოიღებდა რიკოთის გზის მშენებლობა? ჩინური კომპანია მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მთავარი მტერი, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების კორუფციულმა გარიგებებმა მოიტანა სწორედ ის შედეგი, რომ ქვეყნის სტრატეგიული მაგისტრალი, ფაქტობრივად, გადაკეტილი იყო კვირების განმავლობაში.

„ძალიან უცნაურია, რომ გამოსვლისას არაფერი გითქვამთ იმ უმძიმეს ვითარებაზე, რაც არის რიკოთის უღელტეხილზე შექმნილი. ის, რაც რუსეთმა საკუთარი სამხედრო ძალის გამოყენებით ვერ მოახერხა, თქვენი ხელისუფლების კორუფციულმა გარიგებებმა მოიტანა სწორედ ის შედეგი, რომ ჩვენი სტრატეგიული მაგისტრალი, ფაქტობრივად, გადაკეტილი იყო კვირების განმავლობაში და არ ვიცით წინ რა გველოდება. თქვენს სამინისტროს თუ აქვს მომზადებული როდისმე რაიმე დასკვნა, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რა შედეგს გამოიღებდა ამ გზის მშენებლობა? ეს მშენებლობა თქვენმა ხელისუფლებამ ჩააბარა ჩინურ კომპანიას, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მთავარი მტერი, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, და ფილიპინებიდან დაწყებული ბალკანეთის ქვეყნით დამთავრებული, არაერთი დავა არსებობს მათ წინააღმდეგ. ჩინური კორპორაცია, რომელსაც თქვენმა ხელისუფლებამ გზის მშენებლობა ჩააბარა, ცნობილია იმით, რომ არ ატარებს გარემოს დაცვის თვალსაზრისით, შესაბამის, ადეკვატურ კვლევებს. მე მაინტერესებს: 1. თქვენ რა გააკეთეთ, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რომ ადეკვატურად ყოფილიყო ეს კვლევები მომზადებული და 2. რა პროგნოზი გაქვთ, რა გველოდება? ისევ მიწის ჩამოშლა, ქვათაცვენა, გზის გადაკვეთა თუ რა არის თქვენი სამინისტროს პროგნოზი?“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა