თინა ბოკუჩავას განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას მხარდამჭერებს უშვებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერებს უშვებენ. აღნიშნულის შესახებ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

გარდა ამისა, კითხვაზე: ფინანსდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ, ბოკუჩავა პასუხობს, რომ დაფინანსების წყაროებზე ინფორმაცია საჯაროა.

„რაიმე კითხვის ნიშნები რომ არსებობდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაკეთებულ შემოწირულებაზე, რომელიც კანონს სცდება ან არ არის დეკლარირებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულზე გამოძიება დაიწყებოდა. ამაში დარწმუნებულია, მათ შორის საქართველოს თითოეული მოქალაქე იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კანონიერ და უკანონო მეთოდს იყენებს, დევნოს მთავარი ოპოზიციური ძალა. რაც შეეხება კითხვას ნიკა მელიასთან დაკავშირებით, აღნიშნულის შესახებ მე ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. კიდევ ერთხელ შემიძლია დაგიდასტუროთ ის, რასაც ყოველთვის ვამბობ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა მიმდინარე პროცესებზე - ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდირება. მესმის, რომ ასეთ გარემოში, როგორიც დღეს არის შექმნილი საქართველოში, ოპოზიციისთვის ოპერირება არის ძალიან რთული და ეს იწვევს სერიოზულ გამოწვევებს, მაგრამ ეს გამოწვევები მხოლოდ კონსოლიდაციით უნდა გადავლახოთ. დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტის მიდგომაც და სულისკვეთებაც ეს იქნება და ეს უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ მთავარ მიზანს მივაღწიოთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა