სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარს ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების დასკვნაც დაურთეს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარს ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების დასკვნაც დაურთეს.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით ნათელს ბევრ რამეს მოჰფენს.

„ბოლო ვიზიტის შემდეგ სახალხო დამცველის კონსილიუმმა ანგარიში მოამზადა და ეს დასკვნა საზოგადოებას წარუდგინა. იმ საჩივარს, რომელიც მათ სტრასბურგს წარუდგინეს, კონსილიუმის მოსაზრებებიც თან დაურთეს. ამ ეტაპზე ველოდები სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, იქაც მხარეებს სთხოვენ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინონ და ეს მიმდინარეობს. ამასთან, იუსტიციის სამინისტრო თავის მოსაზრებებს აწვდის. საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ალბათ, ამ საქმესთან დაკავშირებით ნათელს ბევრ რამეს მოჰფენს”, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა 11 აპრილს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით მიმართეს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი