პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, ჭიათურაში არსებული მწვავე პრობლემების შესახებ გამოფენა მიუძღვნა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, “ჭიათურ მანგანუმს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანიშნული პირი მართავს.
“თქვენ, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ნამყოფი ხართ თუ არა ჭიათურაში? დაინტერესებული ხართ თუ არა ჭიათურაში არსებული სიტუაციით და თქვენი ამ სამინისტროში მოღვაწეობის პერიოდში ხართ თუ არა იქ ნამყოფი?
რადგანაც არ ხართ ჩასული, პარლამენტის შემოსასვლელში ფოტო-მასალა მოგიტანეთ, რა ხდება ჭიათურაში და იქ მაინც მობრძანდით და ნახეთ, რა უმძიმესი ეკოლოგიური კატასტროფა ხდება.
2016 წლიდან მოყოლებული სწორედ თქვენი სამინისტროს წარდგენით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, ჩიქოვანი მართავს „ჭიათურ მანგანუმს“, ფაქტობრივად თქვენ მართავთ - სახელმწიფოს მიერ წარდგენილი მმართველი”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.