გია ვოლსკი - კელი დეგნანის განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც სუბიექტური მიდგომა

[კელი დეგნანის] განცხადება ამ შემთხვევაში, როგორც საკითხისადმი სუბიექტური მიდგომა უნდა განვიხილოთ, ვინაიდან, ფაქტები არ არსებობს, საფუძველიც არ არსებობს [მოსამართლეების საკითხზე] გამოძიების დაწყების , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება შეაფასა.

ვოლსკის თქმით, მაშინ, როცა მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია მხოლოდ ღია წყაროებს ეყრდნობა და ფაქტები არ არსებობს, სწორია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

„გამოძიება იქნება სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, თუ საპარლამენტო კომისიის მხრიდან, ფაქტები ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. როცა ამ ფაქტების არარსებობის შემთხვევა სახეზეა, როცა სახელმწიფო დეპარტამენტისადმი მიწოდებული ინფორმაცია მხოლოდ ღია წყაროებს ემყარება, რა თქმა უნდა, სწორი შეფასებაა - სუბიექტური მიდგომა და სწორია ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო უმრავლესობამ - პარლამენტში კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკიმ ისაუბრა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ელჩის განცხადების კონტექსტსშიც და აღნიშნა, რომ მართებულია, საკითხი განიხილოს საგამოძიებო სტრუქტურებმა, მაგრამ მსგავსი მიდგომაა საჭირო მოსამართლეებთან დაკავშირებითაც, რომლებიც კორუფციაში „ხელაღებით დაადანაშაულეს“. ვოლსკის შეფასებით, სხვა შემთხვევაში კითხვებს ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით მყარი საფუძველი ექნება.

„რაც შეეხება კეზერაშვილის მიმართ დამოკიდებულებას, ის რომ თემა უნდა განიხილოს საგამოძიებო სტრუქტურებმა, შემდეგ ეს სასამართლოს გადაეცეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მართებული მიდგომაა, მაგრამ ასეთივე მართებულ მიდგომას მოითხოვს იმ მოსამართლეების საკითხიც, რომლებიც ასე ხელაღებით დაადანაშაულეს კორუფციაში. აქედან გამომდინარე, თუკი, ვინმე შეკითხვას ორმაგი სტანდარტის შესახებ დასვამს, ამ შეკითხვას საკმაოდ მყარი საფუძველი ექნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკიმ ისაუბრა მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკთხზეც და განაცხადა, რომ საპარლამენტო კომისიის შექმნა სწორი არ არის, რადგან არ არის შესაბამისი ფაქტები და საუბარია მხოლოდ „ოპონენტების განცდებზე“.

„რეგლამენტის მიხედვით, ეს თემა არ იმსახურებს, სწორი არ არის, რომ საპარლამენტო კომისია შეიქმნას, ვინაიდან, ფაქტებზე არაა საუბარი, აქ საუბარია გარკვეულ განცდაზე, რომელიც ეუფლება ჩვენს ოპონენტ პოლიტიკურ სუბიექტებს. საპარლამენტო კომისიის მხოლოდ განცდაზე ჩამოყალიბება, ერთა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს - გარკვეული პოლიტიკური სტრატეგიის გაგრძელებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სასამართლო ობიექტური არ არის მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური კვლევებია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული სასამართლო არათუ ობიექტურია, არამედ ამ მაჩვენებლით იკავებს მოწინავე ადგილებს ევროპულ ფორმატში, ევროპულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, მსოფლიოშიც საკმაოდ მყარ პოზიციაზე იდგა ქართული სასამართლოს ეს მაჩვენებელი და რეგიონშიც პირველ ადგილზეა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომ მათ პოლიტიკურ პარტნიორებთან უნდა ისაუბრონ იმასთან დაკავშირებით, რომ კლანის მფარველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესდეთ, ვოლსკი ასე პასუხობს:

„ეს ერთი ეპიზოდია იმ დიდი სტრატეგიიდან, რასაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ლაშქრობა ჰქვია, ეს არის გააფთრებული ლაშქრობა. რაც მეტი იქნება კარგი, პოზიტიური მაჩვენებელი, თუნდაც, ეკონომიკური ზრდის, ან თუნდაც, სტაბილურობის შენარჩუნების, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით, გაცილებით დიდი და გააფთრებული იქნება შეტევა ნებისმიერ საკითხზე, რომელიც 12 რეკომენდაციაშია, ერთ-ერთი მთავარია სასამართლო. თუკი, კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პირის ადვოკატად გამოვდივართ, ნებისმიერ საკითხზე შეიძლება კომისიის შექმნა, შეიძლება გამოძიების დაწყება, პროკურატურაც დაიწყებს გამოძიებას, თუკი, კონკრეტული ფაქტი არსებობს, თუკი, ასეთი არ არსებობს, რასაკვირველია, ეს სპეკულაციაა და უტიფარი ბრძოლაა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

12 რეკომენდაცია ადვილად შესრულებადია, თუკი, პოზიციათა ერთიანობა არსებობს პოლიტიკურ სპექტრში, როგორც კი, ამ თემაზე იწყება საუბარი, ან განხილვის აუცილებლობა დადგება, მაგალითად, საარჩევნო კოდექსთან, ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, იმ წუთას საბოტაჟის ძალიან აქტიური პროცესი იწყება, რომლის გაგრძელებასაც ხშირ შემთხვევაში, ქუჩაში ვხედავთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი