აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო ბსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ატაშემ შეხვედრაზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობებზე, ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე, დეზინფორმაციის გამოწვევებსა და აშშ-ის როლზე საქართველოს უკეთესი მომავლისათვის.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ ჯოზეფ ბილბომ სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

დასასრულს, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა ჯოზეფ ბილბოს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის, კიდევ ერთხელ შეაჯამა უნივერსიტეტში აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის