თინა ბოკუჩავა - შეშინებულმა უმრავლესობამ ინსტიტუციური ფუნქციური მნიშვნელობა პარლამენტს წაართვა - ეს არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟია

შეშინებულმა უმრავლესობამ ინსტიტუციური ფუნქციური მნიშვნელობა ამ პარლამენტს წაართვა - ესაა არა მხოლოდ პარლამენტის საბოტაჟი, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობამ გამოავლინა ის, რაც კომისიას უნდა დაედგინა.

"პარლამენტი მესამე დღეა პარალიზებულია, არამცთუ კომისიის საკითხი, არამედ ყველა სხვა კანონის კენჭისყრაც ვერ ტარდება, რადგან შეშინებული უმრავლესობა უნდა გადაეფაროს სასამართლო „კლანს“, რომლის სანქცირება მოხდა აშშ-ის მიერ. ეს უკვე ავლენს იმას, რისი დადგენაც კომისიას სურდა. ის, რომ ხელისუფლება კოორდინირებულია მოსამართლეებზე ხელის დაფარებით, ეს არის არა მხოლოდ პარლამენტის საბოტაჟი, მისი უფუნქციოდ დატოვება, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟი, რადგან ინსტიტუციური ფუნქციური მნიშვნელობა ამ პარლამენტს შეშინებულმა უმრავლესობამ წაართვა, რომელიც მესამე დღეა საპარლამენტო პროცესებს გაურბის და რეგისტრაციაში არ იღებს მონაწილეობას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არც დღეს დადგა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი უკვე მესამედ არ შედგა, საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია ამჯერადაც არ გაიარა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი