ანა ნაცვლიშვილი - კომისია ფაქტობრივად შექმნილი და ვერდიქტიც გამოტანილია - „კლანი“ „ქართული ოცნების“ გარეშე არ არსებობს

კომისია ფაქტობრივად შექმნილია და ვერდიქტიც გამოტანილია - „კლანი“ „ქართული ოცნების“ გარეშე არ არსებობს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის გაგრძელდება, ვიდრე „კლანური“ მართვა არ დასრულდება.

„ეს არის ოპოზიციის მხრიდან სწორად დაგეგმილი და წარმართული პროცესის შედეგი. ოპოზიციის მობილიზებამ და საკითხზე კონცენტრირებამ მოიტანა შედეგი, რომელიც დღეს უკვე არის ნათელი. კომისია ფაქტობრივად შექმნილია და ვერდიქტიც გამოტანილია - „კლანი“ „ქართული ოცნების“ გარეშე არ არსებობს. „კლანი“ არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პროდუქტი, რითაც ისინი მართავენ სახელმწიფოს, მათ შორის აღწევენ არჩევნებში იმ შედეგებს, რა შედეგებსაც იფორმებენ ფურცელზე. ბრძოლა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გაიშიფროს და დასრულდეს კრიმინალური, „კლანური“ მართვა სახელმწიფოში და ყველა სხვა სახელმწიფო უწყებაში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი შეფასებით, ოპოზიციამ ამ 3 დღის განმავლობაში შექმნა დე ფაქტო საგამოძიებო კომისია და ვერდიქტიც გამოუტანა ხელისუფლებას.

„ეს არის მთავარი შედეგი. ამაზე მეტი პოლიტიკური და სამართლებრივი სამხილი, თუ როგორ თანამონაწილეობს „ქართული ოცნება“ „კლანთან“, როგორ გადაეფარა მას, როგორ არ უნდათ, რომ ხალხის სამსჯავროზე გამოვიდეს სიმართლე, ეს არის ამ 3 დღის შედეგი და ეს ამოცანა უკვე მიღწეულია“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ სიმართლის და ხალხის სამსჯავროზე საკითხების გამოტანის ეშინია.

„ეს არის შეშინებული, დანაშაულებრივი ხელისუფლება, რომელიც რაც შეიძლება სწორად და ნაკლები დანაკარგით უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება დემოკრატიული არჩევნების გზით“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არც დღეს დადგა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი უკვე მესამედ არ შედგა, საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია ამჯერადაც არ გაიარა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი