დავით უსუფაშვილი - „ოცნება“ გადადგა - რეჟისორია საჭირო, ვინც სცენარს დადგამს, როგორ ხდება ხელისუფლების თვითლიკვიდაცია

უმრავლესობა გადადგა და გადაწყვეტილებებს აღარ იღებს , - ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები.

როგორც უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, უმრავლესობა „დაძახების“ გარეშე გადადგა.

“უმრავლესობამ თავის თავს ბოიკოტი გამოუცხადა, პარლამენტის პარალიზებას ახდენს. შეხედეთ, რა თემა დადო პირობად, როდის შეიძლება გავაგრძელოთ პარლამენტარობაო, თუ დარბაზში დავინახავ 50-ზე ნაკლებ ოპოზიციონერსო. თუ ვერ დაინახავს 50-ზე ნაკლებ ოპოზიციონერს, მაშინ მას უარი აქვს ნათქვამი ხელისუფლებაზე. კონსტიტუციურად ეს ამას ნიშნავს, პირველ რიგში. „ოცნება“ გადადგა. საქართველოში ცნობილი თემაა, რომ 6 თვეში ერთხელ ვიღაცაზე უნდა დაიძახო - „გადადექი“! ახლა გადადექის დაძახებაც არ არის საჭირო, გადადგნენ.

იმიტომ გადადგნენ, რომ საგამოძიებო კომისიის თემა უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს და მეორე მხრივ იმით, რომ თუ „ოცნებას“, რამე გადაიყოლებს, სწორედ ეს თემაა.

უმრავლესობაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია შექმნილი. მე არ მჯერა, რომ უმრავლესობის უმრავლესობას მოსწონს ის ვითარება, რაშიც დღეს არის. დღეს ოპოზიციიდან ერთი კაცი ან ქალი ვერ მოსულიყო, გვექნებოდა სხვა სიტუაცია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

კითხვაზე, როდემდე შეიძლება უმრავლესობამ კენჭისყრა არ ჩაატაროს, უსუფაშვილი პასუხობს, რომ „ოცნებამ“ უნდა იოცნებოს, რომ პარლამენტში 50 ოპოზიციონერი არ იქნება, ხოლო ოპოზიციამ უნდა უზრუნველყოს, რომ მუდმივად 50 დეპუტატი იყოს.

„სიტუაცია მყიფეა. ოპოზიციას დღესაც ჰქონდა გათვლა, რომ დღეს უკვე არ იქნებოდა პარლამენტის 50 წევრი. მართლაც, დღეს წესით და რიგით არ უნდა ყოფილიყო, ყველამ იცოდა რომ სამშაბათს უნდა ყოფილიყო განხილვა. მაგრამ „ოცნების“ გასაკვირად ისეთი სიტუაცია შეიქმნა უცებ, რომ რამე უფრო მნიშვნელოვანი შეუძლებელია სხვა რამე იყოს. დიდი დატვირთვა შეიძინა ამ თემამ.

„ოცნებამ“ უნდა იოცნებოს, რომ პარლამენტში 50 ოპოზიციონერი არ იქნება, ხოლო ოპოზიციამ უნდა უზრუნველყოთ, რომ პარლამენტში მუდმივად 50 დეპუტატი ვიყოთ. რეჟისორია საჭირო, ვინც ამაზე, რამე სცენარს დადგამს, თუ როგორ ხდება ხელისუფლების თვითლიკვიდაცია, უმრავლესობის გადადგომა, უმრავლესობის მიერ საკუთარი თავის ჩიხში შეყვანა.

როდესაც უმრავლესობა უარს ამბობს ხელისუფლებაზე, როდესაც უმრავლესობა ამბობს, რომ მე გადაწყვეტილებებს არ მივიღებ და არც თქვენ მიგაღებინებთ - მაშინ რისთვის გვჭირდება? პროპაგანდისტად და მოლაპარაკედ? მაშინ, რა გინდა პარლამენტში, ქუჩაში ილაპარაკე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა