შალვა პაპუაშვილი - ამერიკის ელჩი ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს, თუმცა ქვეყნებს შორის პარტნიორობა იმსახურებს, რომ მოსამართლეების სანქცირების საკითხზე მტკიცებულებები იქნას წარმოდგენილი

საქართველო არის აშშ-ს ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში, ბოლო 30 წელია. მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და ამერიკის პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ თუკი არსებობს რეალური მტკიცებულებები, რომელიც ეფუძნება მოსამართლეების სანქცირების საკითხს, იქნას წარმოდგენილი.

მისი თქმით, აშშ-ს ელჩი საქართველოს მოსახლეობის წინაშე ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, თუმცა ქვეყნებს შორის პარტნიორობა იმსახურებს ფაქტების წარმოდგენას.

„საქართველო აშშ-თან და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ბევრ ცხელ წერტილში იბრძოდა და საქართველომ თავისი წილი სისხლი და მსხვერპლი გაიღო მსოფლიო მშვიდობისთვის და აჩვენა თუ როგორია კეთილსინდისიერი პარტნიორის დამოკიდებულება. ამის საპასუხოდ, ასეთი გადაწყვეტილება და დამოკიდებულება, რომ არავინ ღირსად არ თვლის ქართველ ხალხს, როდესაც მის მოსამართლეებს უწოდებენ კორუმპირებულებს, რომ მტკიცებულებები წარუდგინოს და უთხრან, თუ რა იყო საფუძველი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. მეორე მხრივ, აშშ-ს ელჩი ემსახურება აშშ-ს ინტერესებს, ის საქართველოს ინტერესების გამტარებელი არ არის. აშშ-ს ელჩი ანგარიშვალდებულია ამერიკელი ხალხის წინაშე, ის არ არის ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე და გასაგებია, რომ მისი დამოკიდებულება მათდამი სხვანაირია, ვიდრე ჩვენი, ქართველი პოლიტიკოსების, ვინც ქართველ ხალხს წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე და პასუხისმგებლობა. გასაგებია, რომ ამ ანგარიშვალდებულებას ამერიკის ელჩი არ გრძნობს ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა, არის პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც იმსახურებს იმას, რომ საპასუხოდ მტკიცებულებები მაინც იქნას წარმოდგენილი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა