მიხეილ სარჯველაძე - რადიკალიზაციისთვის ნაბიჯების გადადგმა არის იმ ხალხის მთავარი საზრუნავი, რომელიც ხელმოცარულია და არავითარი პერსპექტივა არ აქვს, ნორმალური პოლიტიკური კონკურენციის პირობებში წარმატებას მიაღწიოს

რადიკალიზაციისთვის ნაბიჯების გადადგმა არის იმ ხალხის მთავარი საზრუნავი, რომელიც ხელმოცარულია და არავითარი პერსპექტივა არ აქვს, ნორმალური პოლიტიკური კონკურენციის პირობებში პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიოს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც საპროტესტო აქციების დაწყების თაობაზე ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არეულობას და დესტაბილიზაციას გულშემატკივრობს.

„ბატონი პაატა მანჯგალაძისთვის გასაგებია, მათ შორის, იმ რეიტინგის და ბევრი ფატალური შეცდომის ფონზე, რომელიც მის პოლიტიკურ ძალას დაშვებული აქვს და ისინი კარგად ხვდებიან, რომ პოლიტიკური წარმატების არავითარი შანსი არ არსებობს მათთვის. არსებობს ერთადერთი შანსი, რომ რაღაც არეულობაში, მღვრიე წყალში შეეცადოს თევზის დაჭერას. რა თქმა უნდა, მას ყოველთვის ექნება სურვილი და მიდრეკილება, რომ რაღაცნაირად არევისთვის და რადიკალიზაციისთვის ნაბიჯები გადადგას. ეს არის ბოლო თვეების განმავლობაში, მათ შორის, 12 პუნქტზე მუშობის პროცესში იმ ხალხის მთავარი საზრუნავი, რომელიც ხელმოცარულია და არავითარი პერსპექტივა არ აქვს პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიოს ნორმალური პოლიტიკური კონკურენციის პირობებში. აქედან გამომდინარე, ისინი იქნებიან გულშემატკივრები ყოველგვარი არეულობის თუ დესტაბილიზაციის,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა