ლევან ბეჟაშვილი - „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესს მივესალმებით

„ქოლ-ცენტრების“ საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესს მივესალმებით - ამ სქემებში „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივ მონაწილეობას ჩამოხსნის ნიღაბს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში მსგავსი დანაშაულებრივი სქემის განხორციელება "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარეშე წარმოუდგენელია.

"ბიბისის" სიუჟეტი ბუნებრივია მნიშვნელოვანია. მიუხედავად ბევრი კითხვის ნიშნისა, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ეს ევროპულ სინამდვილეში აზრს მოკლებული ფრაზა ნამდვილად არ არის, განსხვავებით ქართული რეალობისგან, სადაც გამოძიების შედეგების დალოდება ნიშნავს პროცესის შეფერხებას ან თაროზე შემოდებას. ამიტომ ვფიქრობ, სანამ არ გამოიკვეთება რეალიები, კონკრეტული შეფასებებისგან ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს.

"ქოლ - ცენტრებთან" დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საკითხი მნიშვნელოვანია. დღეს ყველამ იცის, რომ რაიმე დანაშაულებრივი სქემის განხორციელება "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ როცა რაიმე ბრალდებებზეა საუბარი, თუნდაც ოპოზიციასთან აფილირებული პირების მიმართ, ეს არის საფუძველს მოკლებული, რადგან წარმოუდგენელია, "ქართული ოცნების" მიღმა ყოფილიყო ეს საკითხი, პირიქით, არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციები, რომ სწორედ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები მართავენ ამ დანაშაულებრივ ბიზნესს და ამაზე არაერთი საგამოძიებო სიუჟეტიც იქნა მიძღვნილი. ამიტომ მივესალმებით ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესს პარლამენტში, რაც ვფიქრობ ჩამოხსნის ნიღაბს "ქართული ოცნების" დანაშაულებრივ მონაწილეობას ამ სქემებში,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!