ირაკლი კობახიძე - ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედია მფლობელად მოიხსენიებდნენ - ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა კატეგორიულად მიუღებელია და ასეთ აქტებზე ყოველთვის ძალიან მკაცრი რეაქცია იქნება.

მისივე თქმით, სახელისუფლებო გუნდი ყველასგან სამართლიანობას ითხოვს, მათ შორის, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან.

„ჩვენ ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედია მფლობელად მოიხსენიებდნენ. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. ყველამ იცის ვინ არის კეზერაშვილი, როგორ და რის ხარჯზე აქვს მას ნაშოვნი ფული. ეს არის სისხლიანი ფული, რომელიც მას ნაშოვნი აქვს ბიზნესის რეკეტის ხარჯზე, ჯარის გაძარცვის ხარჯზე და ახლა უკვე ევროპელი პენსიონერების გაძარცვის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ასეთ აქტებზე ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაცრი რეაქცია გვექნება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ფრომით კეზერაშვილისგან ფულს იღებენ, იქნება ეს ხელფასის ფორმით, თუ ნებისმიერი სხვა ფორმით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის მორალთან პირდაპირ დაკავშირებული. ეს ყველაფერი ნიშნავს ერთგვარ კომპრომისს მორალთან, რაც ჩვენთვის ბუნებრივია, მიუღებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა