ირაკლი კობახიძე - უზრუნველვყოფთ, რომ „ნაცმოძრაობა“ სასამართლო თემაზე კომისიას ვერ შექმნის და ასევე, უზრუნველვყოფთ პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას, ამის პირობას ვდებ

უზრუნველვყოფთ, რომ „ნაცმოძრაობა“ სასამართლო თემაზე კომისიას ვერ შექმნის და ასევე, უზრუნველვყოფთ პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას, ამის პირობას ვდებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას პრინციპული პოზიცია აქვს და „კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში შესაბამის პროცედურულ მექანიზმებს იყენებენ“.

„საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია და ეს უკავშირდება ერთადერთ რამეს - ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს; სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ მოსამართლეებს. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. უხეში მცდელობაა, ჩაერიონ სასამართლოს დამოუკიდებლობაში. კომისიის შექმნის ინიციატივაც, სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, მათთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დასანქცირება იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის დაფიქსირება გჭირდება. ჩვენ ვიყენებთ შესაბამის პროცედურულ მექანიზმებს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში. კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას გვედავებიან ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში პარლამენტში არ შემოდიოდნენ. მათ სწორად შეახსენეს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ისინი დღემდე სარგებლობენ პარლამენტის წევრის მანდატებით. რაც შეეხება კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებას, ეს არის ჩვენი პრინციპი და ვმოქმედებთ სწორედ კონსტიტუციის და რეგლამენტის ფარგლებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ისეთივე მასშტაბური აქციები გაიმართოს, როგორც 7-8 მარტს, კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის რესურსი არ აქვს.

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ქუჩის არანაირი რესურსი არ აქვს. ვერანაირად ვერ შეძლებენ ქუჩაში ხალხის მობილიზებას, მითუმეტეს, ისეთ თემაზე, რაზეც ხალხს სათანადო რეაქცია აქვს. როდესაც მტკიცებულებების გარეშე ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს, ეს საკითხი საზოგადოებაში სათანადო რეაქციას იწვევს, რაც უკმაყოფილებას უკავშირდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა