თორნიკე რიჟვაძე - მმართველი პარტია აგრძელებს იმ პრინციპების და ღირებულების ერთგულებას, რომელსაც ეს დიდი ოჯახი აერთიანებს

ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო მშვიდობიანი გზით დაესრულებინა ქვეყანაში გამეფებული ძალადობა და დაესრულებინა ანტიეროვნული ხელისუფლება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რითაც ის „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავს ეხმაურება.

მისივე თქმით, ქვეყანაში თითოეულმა ადამიანმა, ქართველმა კაცმა აღიდგინა და დაიბრუნა შელახული ღირსება.

„დღევანდელ დღეს, ზუსტად 11 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო მშვიდობიანი გზით დაესრულებინა ქვეყანაში გამეფებული ძალადობა და დაესრულებინა ანტიეროვნული ხელისუფლება. ამ გარდატეხამ ხელი შეუწყო ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცებას, სტაბილურობას, მოქალაქეებზე სოციალური ზრუნვის და მათი კეთილდღეობის განმტკიცებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში თითოეულმა ადამიანმა, ქართველმა კაცმა აღიდგინა და დაიბრუნა შელახული ღირსება. დასრულდა ძალადობა და უსამართლობა, ბიზნესის გაკულაკება და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლება, მმართველი პარტია აგრძელებს იმ პრინციპების და ღირებულებების ერთგულებას, რომელსაც ეს დიდი ოჯახი აერთიანებს. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ჩვენი მიღწევები ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის გზაზე. გვაქვს არა ერთი ხელშესახები შედეგი ევროინტეგრაციის მიმართულებით და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი აუცილებლად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ამ ყველაფერში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი, თითოეული პარტიის წევრის მხარდაჭერა და ერთგულება, ჩვენი ხალხის ნდობა ჩვენი პარტიის მიმართ, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მადლობა. დარწმუნებული ვართ, რომ იგივე შემართებით, იგივე პრინციპების ერთგულებით კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურს და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს,“ - ნათქვამია თორნიკე რიჟვაძის განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა