ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფოს არ აქვს სტატისტიკა რამდენი ბავშვია დაავადებული აქონდროპლაზიით, არც ხედვა აქვს მედიკამენტის შემოტანის საკითხი როგორ გადაჭრას - ნუთუ ჭკვიანი ურნა უფრო ძვირფასია, ვიდრე ჯანმრთელობა და სიცოცხლე?!

თბილისში ჭკვიანი ურნების შესაძენად უზარმაზარი თანხა იხარჯება, ნუთუ ჭკვიანი ურნა უფრო ძვირფასია, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე?! - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები აქციას მართავენ.

ნაცვლიშვილი მოუწოდებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს, იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების პრობლემები დროულად გადაჭრან.

„მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს და პრემიერს - ბიუჯეტის ფული მათი ხომ არ არის?! ამ ხალხის და ჩვენი ფულია, პრიორიტეტი კი, ბავშვების ჯანდაცვა და სიცოცხლეა. ამ ქვეყანაში უამრავი ფული არამიზნობრივად იხარჯება. თბილისში ჭკვიანი ურნების შესაძენად უზარმაზარი თანხა იხარჯება, ნუთუ ჭკვიანი ურნა უფრო ძვირფასია, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე? ამიტომ, ეს თანხა უნდა მოიძებნოს და სახელმწიფომ გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს, როგორ შველის ამ ბავშვებს. ჯანდაცვის სისტემა და სახელმწიფო ასეთ ადამიანებს სჭირდებათ. მისი ავკარგიანობა იზომება იმით, ასეთ ბავშვებს ყურადღებას რამდენად მიაქცევს და არა ზოგადი აბსტრაქტული ფრაზებით. პრემიერი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე რომ გველაპარაკება, ჩამოვიდეს, ეგ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ამ ბავშვებს მისცეს და წამალი იყიდოს. კაცი შეშინებულია და არ გამოდის კაბინეტიდან. წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს „საკუთარ მოქალაქეებთან საუბრის უნარი არ აქვს“.

„ვხედავთ, რომ მას არ აქვს უნარი საკუთარ მოქალაქეებს ელაპარაკოს. 7 დედაა აქ მოსული და 70 პოლიციელი. დღეს პრემიერის პოზიცია ესაა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს არ აქვს ხედვა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის საქართველოში შემოტანის საკითხი როგორ გადაჭრას.

„სახელმწიფოს არ აქვს სტატისტიკა რამდენი ბავშვია დაავადებული აქონდროპლაზიით, არც მათი სამედიცინო და სოციალური საკითხები აქვს შესწავლილი, არც ხედვა საქართველოში მედიკამენტის შემოტანის საკითხი როგორ გადაჭრას“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის