საქართველოსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყნებს შორის მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას მიესალმნენ

იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა იტალიელ კოლეგასთან ანტონიო ტაიანისთან, რომლის ფარგლებშიც ასევე გაიმართა საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაწყების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ვრცლად მიმოიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და მიესალმნენ მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას, რაც თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს არსებულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს მათ გაღრმავებას.

„შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და მიმართულებით არსებულ პროგრესს. მიმოხილული იქნა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე იტალიის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას და აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა.

მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება. იტალიის მხრიდან აღინიშნა რეგიონის მიმართ მზარდი ინტერესი როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ვრცლად იქნა მიმოხილული საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, დადებითად შეფასდა იტალიური ინვესტიციების და იტალიური კომპანიების მზარდი მაჩვენებელი საქართველოში და გამოიხატა დაინტერესება მიმართონ ძალისხმევა ბიზნეს წრეების კიდევ უფრო დასაახლოვებლად.

მინისტრები ასევე მიესალმნენ ქვეყნებს შორის კულტურისა და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა