ანა ბუჩუკური აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხზე - სულ რაღაც 7 მილიონზეა საუბარი, მაშინ როდესაც საქართველოს ბიუჯეტი 700 მილიონით  გაიზარდა

სულ რაღაც 7 მილიონზეა საუბარი, მაშინ როდესაც საქართველოს ბიუჯეტი 700 მილიონით გაიზარდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პრობლემა არის ის, რომ წელიწად ნახევარია მშობლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

„ჯანდაცვის სამინისტროში მოლაპარაკებები რომ მქონდა, სამინისტროს დაწყებული ჰქონდა მწარმოებელთან მოლაპარაკებები. სულ რაღაც 7 მილიონზეა საუბარი, მაშინ როდესაც საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 700 მილიონით. პრემიერ-მინისტრი ამაყობს ამ რაღაც გაურკვეველი ეკონომიკური ზრდით და ყოველ გამოსვლაზე ამას აყვედრის საკუთარ ხალხს. წელიწადში 7 მილიონის წამალი, თან სახელმწიფოსთვის, რომლის ბიუჯეტი 700 მილიონით გაიზარდა, არაფერია“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

მისივე თქმით, მშობლები მწყობრიდან იმიტომ გამოვიდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან წელიწად ნახევარი იყვნენ მოლაპარაკებაში და სამინისტროდან დადებით პასუხს იღებდნენ.

„ეს ადამიანები, დაახლოებით 4 თვის წინ აღმოჩნდნენ მოტყუებულები. ამიტომ ბუნებრივია, რომ ისინი მთავრობის მეთაურისგან ითხოვენ პასუხს. ელემენტარული ადამიანობა ხომ შეიძლება გამოიჩინონ და შეხვდნენ ამ ხალხს. ამასაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხომ არ დააბრალებენ?! რით შეიძლება ვიამაყოთ ან რა ეკონომიკურ ზრდაზე გველაპარაკება პრემიერი, როდესაც ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ. რით ამაყობენ? მურუსიძის სასამართლოთი ამაყობენ, ბავშვების ფარული შიმშილით? რა არის საამაყო?“- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე დღეა აქციას მართავენ, ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა