რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ ოცნებაა, ოპოზიციას ან კორონა დაგვემართოს, ან პარლამენტის კიბეზე დავგორდეთ და თავი გავიტეხოთ - მეც მეცინება, დაგვინახავენ, ითვლიან - „ისევ მოსულან”?

„ქართული ოცნების“ ოცნებაა ან კორონა დაგვემართოს, ან პარლამენტის კიბეზე დავგორდეთ და თავი გავიტეხოთ, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები.

როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარლამენტში მიმდინარე პროცესებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია გააერთიანა.

მისივე თქმით, უმრავლესობამ თავი შეირცხვინა და „სასაცილოები არიან“.

„რაც ამ კვირას ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ჩავუტარეთ, საშინელი იყო და არასდროს დაავიწყდებათ. მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში თავი ჩაიწერეს - არ არსებობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინოს. უმრავლესობას ოპოზიციის ეშინია და პარლამენტში არ მოდის. თუ არ დარეგისტრირდი, არ ხარ ე.ი.

დღეს, საგამოძიებო კომისიის შექმნა „ქართული ოცნებისთვის“ არის კატასტროფა. თავი შეირცხვინეს და სასაცილოები არიან. მეც მეცინება, როგორ გვითვლიან. დაგვინახავენ, ითვლიან, - „ისევ მოსულან? კი მოსულან“. მანდატურები თითით ითვლიან.

ჩვენც გვაქვს ასეთი შიშები: ზოგი კიევიდან ჩამოვიდა, ზოგი სტამბოლში იყო სამკურნალოდ და გადმოფრინდა. სრული მობილიზაცია გვაქვს. ოპოზიცია გაგვაერთიანეს. ის, რაც 10 წელი ვერ გავაკეთეთ, „ქართულმა ოცნებამ“ გაგვაკეთებინა. კინო უნდა გადაიღო იმაზე თუ როგორი დაზაფრულები არიან. ამ კურიოზული ფაქტით ისტორიაში შევლენ, როგორც თვით ბოიკოტის გამომცხადებლები.

“ქართული ოცნების" ოცნება რა არის? როდესაც ოპოზიცია შესვენებაზე გავა, ვინმე კიბეზე დაგორდეს, ან ფეხი მოიტეხოს, ან თავი, ან კორონა დაგვემართოს, ან უკეთეს შემთხვევაში 10-10 მილიონი დოლარი დაგვირიგონ, მაგრამ იმდენად პრინციპულები ვართ, რომ 11 მილიონზე არ მოვიცვლით ფეხს. ცოტა კომიკური სიტუაციაა...“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა