ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ხაზი გაესვა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის აქტიურად ჩართვისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას.

სხდომის მონაწილეებმა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა განიხილეს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების სერტიფიცირება. რეფორმის შედეგად მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, ამაღლდება უსაფრთხოების დონე.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2022-2028 წლების პროგნოზებს. აღინიშნა, რომ ფართე რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2023-2028 წლებში და საშუალოდ 5.0%-ს შეადგენს. საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მნიშვნელობანი გაუმჯობესების თვალსაზრისით და ერთ-ერთი ლიდერია ფართე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდის კუთხით. სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ქვეყანაში შემცირდება სიღარიბე, გაიზარდება დასაქმება და მოქალაქეების შემოსავლები.

სხდომაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკული პროექტები და ახალი ინიციატივები, რომელიც მომზადდება და მოკლე დროში წარედგინება მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა