პაატა მანჯგალაძე - ამ სამმა დღემ და კენჭისყრამ გამოავლინა, რომ „ქართული ოცნება“ მონაწილეობს კორუფციულ და მართლსაწინააღმდეგო გარიგებებში და არა „კლანის“ გადარჩენას, არამედ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს

ამ სამმა დღემ და კენჭისყრამ გამოავლინა, რომ „ქართული ოცნება“ თავად მონაწილეობს ამ კორუფციულ და მართლსაწინააღმდეგო გარიგებებში, ქმედებებში, და არა „კლანის“ გადარჩენას, არამედ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს ცალკე „კლანი“ და ცალკე „ქართული ოცნება“, არამედ ეს არის ერთი მთლიანობა და ერთი დანაშაულებრივი სინდიკატი.

„არ უნდა ვთქვათ ცალკე „კლანი“, ცალკე ივანიშვილი, ცალკე კობახიძე და ცალკე „ქართული ოცნება“, ისინი არიან ერთი მთლიანობა, ერთი დანაშაულებრივი სინდიკატი და ცდილობენ საკუთარი თავის გადარჩენას. სხვა მხრივ აუხსნელია ეს წინააღმდეგობა, რასაც გვიწევენ კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურისთვის. კობახიძე გუშინ გამოვიდა და კელი დეგნანს მიმართა, წარმოადგინეთ მტკიცებულებებიო. სად წარმოვადგინოთ? მურუსიძეზე მტკიცებულებები მურუსიძის სასამართლოში უნდა წარმოვადგინოთ ? საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ირაკლი და ნახავთ, რა მტკიცებულებებს წარმოვადგენთ როგორც ყოფილი მოსამართლეების მხრიდან, ისევე ბიზნესის წარმომადგენლებისა და სხვა საინტერესო ადამიანების მხრიდან, მაგრამ სწორედ ამის გეშინიათ თქვენ, ძალიან კარგად იცით, რა გააქვთ გაკეთებული და რას აკეთებთ დღეს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მანჯგალაძემ განმარტა, რომ „სტრატეგია აღმშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს აქციები არ დაუანონსებია, არამედ ისაუბრა ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნაზე და ის თუ რა ფორმა ექნება ამას, ოპოზიცია შეთანხმდება.

გიორგი ვაშაძეს არ უთქვამს, რომ აქციებს ვაპირებთო, მან თქვა, რომ თუ „ქართული ოცნება“ ასე კანონის და კონსტიტუციის დარღვევას გააგრძელებს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევუქმნათ სხვა დისკომფორტი ხელისუფლებას. კობახიძე რა ფეხზე გაიღვიძებს, მაგაზე თუ იქნება დამოკიდებული კონსტიტუცია აღსრულდება თუ არა ქვეყანაში, არ ყოფილა საშველი ამ ქვეყნის. საუბარია, რომ შევუქმნათ დემოკრატიული დისკომფორტი, არ არის საუბარი არეულობაზე, ქაოსზე. დემოკრატიული, მშვიდობიანი დისკომფორტის შექმნაზეა საუბარი. ეს აქცია იქნება, პერფორმანსი იქნება თუ სხვა სახის ღონისძიებები, მარტო არ ვაპირებთ არაფრის გაკეთებას. სამშაბათს იქნება თუ ოთხშაბათს ოპოზიციის შეხვედრა, ჩვენს იდეებს და წინადადებებს გავაჟღერებთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი