ოლექსი დანილოვი პარტნიორებს - არაა საჭირო ჩვენი მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თავი აარიდონ „პრორუსულ სამშვიდობო მოქმედებებს“ და უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ.

„როდესაც რუსი აგრესორის მიზანი უცვლელი რჩება - უკრაინის განადგურება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ბოლოდროინდელი ინიციატივები სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული სამშვიდობო მოქმედებები. არაა საჭირო ჩვენი მუდმივად დასმა მოლაპარაკების მაგიდასთან, მოგვეცით საკმარისი იარაღი. იარაღი არის საუკეთესო შუამავალი და ერთადერთი საკომუნიკაციო არგუმენტი, რომელიც გასაგებია რუსეთის ფედერაციისთვის“, - დაწერე დანილოვმა „ფეისბუქში“.

ცნობისათვის, გუშინ, იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან ჩინეთის შუამავლობით უნდა დასხდნენ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის