გივი მიქანაძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც საქართველოს დელეგაცია მაქსიმალურად ახმოვანებს იმ პოზიციებს, რაც ქვეყნისთვისაა უმნიშვნელოვანესი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც საქართველოს დელეგაცია მაქსიმალურად ახმოვანებს იმ პოზიციებს, რაც პირველ რიგში ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

მიქანაძემ რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს პლატფორმა გამოიყენონ მრავალმხრივი შეხვედრებისთვის, რაც მიზნად ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას ისახავს.

მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდება იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც კონტინენტზე დგას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის, პოლიტიკურ ჯგუფში კონსულტაციებისთვის, რაც მიზნად ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას ისახავს. საგაზაფხულო სესიაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ გვექნება არაერთი შეხვედრა, როგორც მთელ დელეგაციას, ასევე ინდივიდუალურ წევრებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს თაობაზე ანგარიშის მომზადებაზე არიან პასუხისმგებელი. მათთან მოხდება ინფორმაციის გაცვლა იმ რეფორმების თაობაზე, რომელიც 12 რეკომენდაციის ფორმატში ხორციელდება და ფაქტობრივად დასკვნით ფაზაშია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დებატები გაიმართება. ევროპის საბჭო ემზადება რეიკიავიკის სამიტისთვის, რომელიც მაისში უნდა ჩატარდეს. სწორედ ამ სხდომისთვის გაიმართება სპეციალური დებატები, რომელიც განსაკუთრებით შეეხება იმ საკითხს, რაც რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გავლენას ეხება ევროპის კონტინენტზე. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღსრულებასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის განხილვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, სადაც საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია. საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი და ყურადღება გამახვილდება იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც კონტინენტზე დგას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ამიტომ, ყოველმხრივ ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ამავდროულად, დელეგაციის წევრები აქტიურად ვიქნებით ჩართულნი იმ კომიტეტების მუშაობაში, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში, სესიის პარალელურად შედგება. უკვე იქ მიმდინარე და კონკრეტულ საკითხებზე იქნება მსჯელობა. რა თქმა უნდა ყველა კომიტეტზე მაქსიმალურად გვექნება ის პოზიცია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, რომლებიც ევროსაბჭოს წევრნი არიან, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით მათი მხრიდან გვქონდეს მხარდაჭერის მოპოვება და სხვადასხვა აქტუალური საკითხის განხილვაში ჩვენი ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი