პარტია „საქართველოსთვის“ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის შესწავლის მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს შეისწავლის.

შესაბამისი დადგენილების პროექტის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და პარტიის წევრმა დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პარტია უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სარჩელს წარადგენს, რათა ხელისუფლებამ რეგლამენტში არსებული ჩანაწერის ბოროტად გამოყენებით პარლამენტის წევრების მიერ კონსტიტუციური უფლების რეალიზებისთვის უკანონო ბარიერების შექმნა ვერ შეძლოს.

პარტია „საქართველოსთვის“ როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა პარტიების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ფაქტია, რომ საერთაშორისო გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში კონკრეტულ შედეგებამდე მივა. ამ სქემის დადასტურების შემთხვევაში ქვეყანას ელოდება მძიმე პოლიტიკური შედეგები, იმ რეპუტაციულ ზიანთან ერთად, რომელიც უკვე ყოველდღიურად გვიდგას იმ დანაშაულის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან ხორციელდება და რის შედეგადაც ევროკავშირის მოქალაქეებს ასობით მილიონი დოლარს ჰპარავენ დღემდე“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, რომ ამ მძიმე, კრიმინალურ „ქეისს“, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ერთმანეთის წინააღმდეგ პოლიტიკური თავდასხმისთვის იყენებს.

„საზოგადოებაში ლეგიტიმურად ისმის კითხვები, როგორ მოხდა, რომ საქართველოში უკვე მესამე წელია საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ უფრო მეტი შედეგი აჩვენა, ვიდრე ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა?! როგორ ვიგებთ ასეთ ფაქტებს უცხოეთიდან და არა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისგან?! რამდენად შესაძლებელია, ხორციელდებოდეს ამ მასშტაბის ორგანიზებული დანაშაული დედაქალაქში, ათასობით დასაქმებული პირის ჩართულობით და ამის შესახებ არ ფლობდეს ინფორმაციას არც ერთი სახელმწიფო უწყება?! ვინ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სახელმწიფოს ინტერესებისა და საერთაშორისო რეპუტაციის ხარჯზე, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულით მდიდრდებიან საერთაშორისო კრიმინალები და მათი გავლენიანი მფარველები სახელისუფლებო წრეებიდან და მათი ახლო გარემოცვიდან?!

ყველანი ვხედავთ, რომ ამ მძიმე კრიმინალურ „ქეისს“, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ერთმანეთის წინააღმდეგ პოლიტიკური თავდასხმისთვის იყენებს. ზოგიერთი ამით ცდილობს ევროკავშირის მოქალაქეებისგან მოპარული ფულის დაცვას და საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას, საერთაშორისო სანქციებისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

ამიტომ, გთავაზობთ, პარლამენტში შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემური ჩავარდნების გადაზღვევას და მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ შესაძლო ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიების ხელშეწყობისკენ, დაადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების უმოქმედობის მიზეზებს, გამოავლენს ამ დანაშაულის ორგანიზატორებს და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ გავლენიან მფარველებს“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ