პაატა მანჯგალაძე - ივანიშვილისთვის ძირულას კალაპოტის შეცვლა, ფერმების მოწყობა და კოლხური ხოხობი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანები

ივანიშვილისთვის კოლხური ხოხობი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა განათლების მინისტრის განცხადებას, რომ იწყებენ „მსჯელობას და ფიქრს სისტემაზე, თუ როგორ დაფარონ ყველა სკოლაში საბავშვო კვება“. მანგალაძის თქმით, ბავშვთა შიმშილზე „ქართული ოცნება“ 6 წლის წინაც საუბრობდა, თუმცა მას შემდეგ ვითარება მხოლოდ გაუარესდა.

„ძალიან სამწუხაროა, ჯერ კიდევ კვირიკაშვილის გადაყენების დროს საუბრობდა „ქართული ოცნება“, რომ ბავშვთა შიმშილი პრობლემა იყო, 6 წლის წინ საუბრობდა ამაზე, თუმცა, ვნახეთ ახალი კვლევები, რომ ყოველ მესამე ბავშვს სკოლაში აქვს შიმშილის პრობლემა, ასევე არის კვლევები, რომ ნაცვლად 120 ათასი ოჯახისა, სოციალურად დაუცველი ახლა არის 220 ათასი, ქვეყანაში სიღარიბე და შიმშილი გაიზარდა და არ უნდა დაგვავიწყდეს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა, რომ 300 ბავშვი იღუპება ყოველწლიურად შიმშილის გამო. ასეთ ქვეყანას ეღობებიან ევროკავშირის გზაზე, ხელს უშლიან მოქალაქეებს, რომ ჰქონდეთ ევროპულო ცხოვრების პირობები, სასწავლო პირობები, ხელფასი ჰქონდეთ შესაბამისი,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა ასევე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს, რომლებიც წამლის შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებული არა მათთან, არამედ ივანიშვილთან არის, მისთვის კი „კოლხური ხოხობი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ადამიანები“.

„ივანიშვილისთვის ძირულას კალაპოტის შეცვლა, ფერმების მოწყობა და კოლხური ხოხობი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ადამიანები. ეს რეალობაა და ეს მაშინ შეიცვლება, როცა ხელისუფლებას ეცოდინება, რომ ივანიშვილს კი არა ხალხს წარმოადგენს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში