გიორგი რუხაძე - უმრავლესობას იმის ეშინია, რომ როცა დასანქცირებულ და ასევე, დაუსანქცირებელ მოსამართლეებს საგამოძიებო კომისია დაიბარებს, „პანდორას ყუთი“ გაიხსნება და ყველაფერი ზედაპირზე გამოვა

უმრავლესობას ეშინია იმის, რომ როდესაც დასანქცირებულ და ასევე, დაუსანქცირებელ მოსამართლეებს საგამოძიებო კომისია დაიბარებს, „პანდორას ყუთი“ გაიხსნება და ყველაფერი ზედაპირზე გამოვა, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, რაც არ უნდა იყოს ოპოზიციის მოტივაცია, მათ უფლება აქვთ, რომ საგამოძიებო კომისია შექმნან და როდესაც უმრავლესობა პროცედურული საშუალებებით, თუ ხრიკებით ამას ხელს უშლის - ეს ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია.

„როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოდიან და ამბობენ, რომ ოპოზიციას ქართული სასამართლოს დისკრედიტაცია უნდა და დასჯა უნდა - ასეც რომ იყოს, ეს არანაირად არ ამართლებს „ქართული ოცნების“ საქციელს. არ არსებობს მორალური ნაწილი, როდესაც კონსტიტუციას არღვევ.

ის რაც მოხდა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლესთან მიმართებაში, სანქცირება - ეს არის ბიძგი სასამართლო რეფორმისკენ. როდესაც უმრავლესობაში საუბრობენ, რომ ოპოზიციას სასამართლოს გასამართლება უნდა, აქ საუბარია არა მთლიანად სასამართლოზე და სისტემაზე, არამედ ოთხ ადამიანზე, რომელთაც ფართო გაგებით კორუფციაში სდებენ ბრალს. უმრავლესობა რაც არ უნდა შეეცადოს ამ ანტიკონსტიტუციური და უპასუხისმგებლო ნაბიჯის გამართლებას, უბრალოდ არ გამოუვა.

ამ შემთხვევაში პოლიტიკაში მთავარი პროცესია და ყველაზე მეტად ამ პროცესის ეშინია „ქართულ ოცნებას“ და ამიტომ არის ასე გადაფარებული და ყველაფრის, მათ შორის, საკუთარი რეპუტაციის ფასად ცდილობს, რომ ეს კომისია არ შეიქმნას. მათ იმის კი არ ეშინია, რომ ვიღაც მურუსიძეს გაასამართლებს და ციხეში ჩასვამს, არამედ ეშინიათ იმის, რომ როდესაც დასანქცირებულ და ასევე, დაუსანქცირებელ მოსამართლეებს საგამოძიებო კომისია დაიბარებს, პანდორას ყუთი გაიხსნება და ყველაფერი ზედაპირზე გამოვა.

აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება როდესაც ცდილობს, რომ ამ ფორმით გადაეფაროს 4 კორუმპირებულ მოსამართლეს - ეს არის სამხილი, რომ ეს ერთი "კლანის" ორი ნაწილია. არსებობს ერთი "კლანი" და ეს არის ბიძინა ივანიშვილის "კლანი", რომელსაც აქვს რამდენიმე განყოფილება - სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი, პროკურატურა და ეშინიათ, რომ ამ "კლანის" დეტალები სინათლეზე გამოვა“, - განაცხადა რუხაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი