პარლამენტმა შექმნა საგამოძიებო კომისიები, როგორც მექანიზმი, რომ გამოიკვლიოს ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, ის საკითხები, რომელიც გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას მოითხოვს. რაც ქართველ ხალხს საშუალებას აძლევს, უფრო ინფორმირებული იყოს და მეტად გამჭვირვალე გახადოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
„მიზეზი, რის გამოც ეს მექანიზმი შეიქმნა არის ის, რომ მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოს. ვფიქრობ, ეს არის სასარგებლო მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ბევრ სხვადასხვა პარლამენტში, მათ შორის აშშ-ის კონგრესში და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი და პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტს, რომელიც მათ შექმნეს თავიანთი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ელჩმა.